"ოპოზიციურ ფლანგზე, პოლიტიკურად ძალიან საინტერესო პროცესი მიდის" - თინა ხიდაშელი
ოპოზიცია ყველა ერთად არ გაერთიანდებოდა და იმედი მაქვს, რომ ეს არც მოხდება. გასაგებია, ამოცანა გვაქვს, რომ უნდა მოხდეს სახელისუფლებო ცვლილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ. ბოლშევიზმი ყველგან ცუდია. განსხვავებული აზრი არსად რომ არ დარჩეს, ფუნდამენტურად არასწორი მგონია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო იდეას" დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა FirstNews.ge-თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში, ოპოზიციურ ფლანგზე, პოლიტიკურად ძალიან საინტერესო პროცესი მიდის.
„იმის გადალაგება, რასაც ახლა ვუყურებთ, ყველაზე ლოგიკური იქნება. ერთადერთი ის სურვილი მრჩება, რომ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს. ამომრჩეველსაც უნდა დარჩეს დრო საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად, მეორეს მხრივ, მხარდაჭერისთვის თავის ფუნქციის შესასრულებლად. ახლა ჩვენ ისეთი ტიპის არჩევნები გვაქვს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი პარტიის წევრი ხარ. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ძალიან დიდი წვლილის შეტანა, იმაში, რომ არჩევნებმა მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩაიაროს და ხელისუფლებისთვის მანიპულაციის მაქსიმალურად მცირე სივრცე დარჩეს. დრო არის, რომ ეს კონფიგურაციები მალე დალაგდეს და ცნობილი გახდეს, რათა საზოგადოებამ გადაწყვეტილების მიღება შეძლოს,“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში თინა ხიდაშელმა.
კითხვაზე: - ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით რა გამოსავალს ხედავთ? - გვპასუხობს, რომ: „ეს კანონი აუცილებლად უნდა გაუქმდეს და შემდეგმა ხელისუფლებამ უნდა გამოსცეს, ამ კანონის საფუძველზე გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებული ამნისტია. ეს არაა რთული საქმე, ერთი კვირა სჭირდება,“- განმარტა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა