"2024 წლის მეორე ნახევარი და 2025 წელი ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელია"- ირაკლი ზარქუა
2024 წლის მეორე ნახევარი და 2025 წელი ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელია - ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ დამარცხდნენ მმართველი პარტიები ცენტრალური ევროპის ქვეყნებში! ჩვენ მორალს ის ლიდერები გვიკითხავენ, რომელთაც თურმე თავიანთი მოსახლეობა მხარს არ უჭერს და ლეგიტიმაცია არა აქვთ, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, "საქართველოში ეს ყველაფერი დასრულდა".
"ჩვენ გვიკითხავენ მორალს, ქვეყანა როგორ ვმართოთ, თურმე პრობლემა საკუთარ ქვეყანაში ჰქონიათ, თავიანთი მოსახლეობა არ ენდობათ - ეს იქნება გერმანია, ბელგია თუ საფრანგეთი. ლეგიტიმაციის პრობლემა საკუთარ ქვეყანაში აქვთ და ჭკუას გვასწავლიან. თურმე ეროვნული ღირსება და ეროვნული ინტერესები უკან უნდა მოიტოვო და ვიღაცების დადგენილ რაღაც წესებს ან ინტერესებს ემსახურო.
ეს დასრულდა, ერი და ბერი გაერთიანებული ვართ - 26 ოქტომბერს ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს და ამისთვის ვემზადებით!" - განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2024 წელს ევროპაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზეა საუბარი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 აგვისტოსთვის
- “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები” - ვახტანგ ძაბირაძე
- 5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის