„ქართული ოცნება“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნება“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ინიციატივა, ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, უარყოფილ იყო და რეზოლუციაში ის არ გაითვალსწინეს.
„მოგეხსენებათ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ საქართველოს ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ, უარყოფილ იქნა და რეზოლუციაში ის არ გაითვალსწინეს. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.
ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხმა გადამწყვეტი არ ა რის, რადგან ვართ პატარა ქვეყანა, გვყავს ძალიან პატარა დელეგაცია და აუცილებლად ვიქნებით უმცირესობაში, მაგრამ საჭიროა ღიად ვთქვათ, რომ შესწორებები მიკერძოებულია და დაფუძნებულია მხოლოდ ზეპირ განცხადებებზე, მისი დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ასამბლეა რუსეთის თამაშს თამაშობს. ჩვენი გადაწყვეტილება რჩება ურყევი და გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
- "ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის