"ყალბი აჟიოტაჟი იყო შექმნილი კანონის გარშემო, არარსებულ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ კონკრეტული ადამიანები, ეს ყველაფერი წარსულია"
ჩვენ ამ ერთწლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს იყო მეოთხე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი იყო ასოცირების შესახებ შეთანხმება, შემდეგ - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ეს საანგარიშო წელი გამორჩეული იყო ამ კუთხითაც.
„რაც შეეხება კანონს, სამწუხაროდ, ყალბი აჟიოტაჟი იყო შექმნილი კანონის გარშემო, არარსებულ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ კონკრეტული ადამიანები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს ყველაფერი რეალურად წარსულია.
რეალურად, ამ კანონით მოხდა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ვფიქრობ, ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ყველაფერი ამაზე მიუთითებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჭარბი ნეგატიური მოლოდინები, რეალურად ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეს ქვეყნის ინტერესებშია.
„ოპოზიციას ჰქონდა ჭარბი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა დაზიანდებოდა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის მოლოდინები არ გამართლდება, ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას ამ გზაზე საქართველოს ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ განვაგრძობთ თანმიმდევრულად წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
- "ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის