"საშუალება გვაქვს სწორედ ამ არჩევნების გზით, მომავალი წლის ივნისში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაგვიხსნან" - პრეზიდენტი ახალგაზრდებს
საშუალება გვაქვს სწორედ ამ არჩევნების გზით, ჩვენს ადგილს დავუბრუნდეთ და 2025 წლის ივნისში გაგვიხსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები, ის გზა გავაგრძელოთ, რომელიც დროებით გაგვიჩერეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს მიმართა, რომ მას აქვს ახალგაზრდების იმედი და მათაც უნდა ჰქონდეთ პრეზიდენტის იმედი.
“რამდენიმე დღეში უკრაინას და მოლდოვას ეტყვიან: თქვენ უკვე გიხსნით გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. ამ ადგილას საქართველოც უნდა ყოფილიყო, ყველა მოცემულობით ჩვენ იქ უნდა ვიყო და არა ვართ, მაგრამ საშუალება გვაქვს, სწორედ ამ არჩევნების გზით, რომ ჩვენს ადგილს დავუბრუნდეთ, მომავალ წელს, იგივე ევროპულ საბჭოზე, 2025 წლის ივნისში ჩვენ გაგვიხსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები, დავეწიოთ ჩვენ მეგობარ უკრაინას და მოლდოვას და ის გზა გავაგრძელოთ, რომელიც დროებით გაგვიჩერეს, მაგრამ მხოლოდ დროებით და ეს არის თქვენი გამარჯვება.
ეს საქმე, რაც გასაკეთებელია, ეს არჩევნები რომ მოსამზადებელია, ეს ერთად არის გასაკეთებელი. რადგან განსხვავება ჩვენს შორის არაფერია, თუ არა ნახევარი საუკუნე - განსხვავება არ არის ქვეყნის სიყვარულში, განსხვავება არ არის, როცა ლაპარაკია სამშობლოს გადარჩენაზე, ასევე, განსხვავება არ არის, როცა ლაპარაკია, სამშობლოს მშენებლობაზე, ამ ყველაფერში ერთად ვართ. შეიძლება მე ფიზიკურად არ ვიდგე იქ, სადაც თქვენ დგახართ და ღმერთმა ქნას, რომ არ დამჭირდეს, მე იქ გამოსვლა, მაგრამ ხომ იცით, რომ საქმეში ერთად ვართ. არჩევნების მომზადებაში ერთად ვართ, ჩვენი დიასპორის მობილიზაციაში ერთად ვართ, ხმების დაცვაში ერთად ვართ და ამ ყველაფრის ორგანიზაციაში ერთად ვიქნებით. მე მაქვს თქვენი იმედი და თქვენ გქონდეთ ჩემი იმედი”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა