"ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ბერლინში მოისმენს იმ სავარაუდო დღის წესრიგს, რომელიც დასავლეთში ახლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მწიფდება და აქედან გამომდინარე გააგრძელებს ქმედებებს ბიძინა ივანიშვილი" - თეონა აქუბარდია
ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ბერლინში მოისმენს იმ სავარაუდო დღის წესრიგს, რომელიც დასავლეთში ახლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მწიფდება - ის ამ კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის კურიერი იქნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ სანქციები რეალურია და მას ეს კონფერენცია დამატებით ვითარების გასარკვევად სჭირდება და არა იმისთვის, რომ ან უკრაინას დაუჭიროს მხარი, ან საქართველოს რამე შემატოს.
როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძის არც სიტყვას და არც პოზიციას დასავლეთში ფასი არ აქვს და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა არა მხოლოდ სანქციების პაკეტით, არამედ, მათ შორის, საფრანგეთის და ამერიკის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებით.
„ირაკლი კობახიძე ბერლინში ნამდვილად არ მიდის უკრაინის აღდგენის სულისკვეთებით, მით უფრო, იმ ფონზე როდესაც მან ერთი თვის წინ, უარი განაცხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვიზიტზე. ეს ვფიქრობ, უფრო იქნება შესაძლებლობა ივანიშვილისთვის, რომ მოისმინოს დასავლეთის პოზიციები. ეს ვიზიტი და ის, რომ ის თანახმაა ამ ვიზიტის განხორციელების, უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აქამდე არ ელოდებოდა სანქციებს. მიხვდა, რომ ეს სანქციები უკვე ადგილზეა და ვფიქრობ, რომ ეს დამატებით, ვითარების გასარკვევად სჭირდება მას და არა იმისთვის რომ, ან უკრაინას დაუჭიროს მხარი, ან საქართველოს რამე შემატოს.
შეერთებული შტატების სანქციები რომ შეერთებული შტატების სანქციებით არ დასრულდება, ძალიან კარგად იციან. ეს რომ დომინოს პრინციპით გავრცელდება სრულიად დასავლეთში ძალიან კარგად იციან, ამიტომ ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე მოისმენს იმ სავარაუდო დღის წესრიგს, რომელიც დასავლეთში ახლა მწიფდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, გააგრძელებს ქმედებებს ბიძინა ივანიშვილი. ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ამ კონფერენციაზე მხოლოდ კურიერი იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც როგორც ჩანს, დამატებითი ინფორმაცია დასჭირდა იმისთვის, რომ კარგად ჩამოყალიბდეს რა ბედი ელის მას და მის ფინანსებს," - განაცხადა აქუბარდიამ.
სიახლეები
- “მადლობა ღმერთს, ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა - ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი და ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ, ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით ყველას” - თედო აბრამოვი
- “ანტიკორუფციული ბიუროს წერილი მივიღეთ, რომლითაც ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას გვედავებიან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით გვემუქრებიან - რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ” - ექვსი არასამთავრობო ორგანიზაც
- დღეიდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- უკრაინის ძალებმა ასტრახანის პორტში ირანული დრონების გადამზიდი გემი გაანადგურეს