ეს არის მორიგი შეცდომა - წულუკიანი სავიზო სანქციებზე
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ "ქართული ოცნების" წევრებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას ეხმაურება და "მორიგ შეცდომას" უწოდებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
წულუკიანი ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია და მეგობრობაზე უარი არასდროს უთქვამს.
"შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც მათ და ჩვენდა სამწუხაროდ, აშშ უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული. დინამიკა ამას მავარაუდებინებს. ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს იმ დროს, რაც საჭიროა ორმხრივი ურთიერთობების დროს დადგეს, როცა დაიწყება ფურცლის გადაშლა, ურთიერთობების გადატვირთვა. პირველ რიგში, აშშ-ს ძალიან სჭირდება, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს. დაველოდებით ამ დღეს, რადგან ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულები ვიყავით და ვართ, არასდროს გვითქვამს მათთან მეგობრობაზე უარი...
მოთმინებით დაველოდებით იმ დღეს, როცა ჩვენი მეგობარი კვლავ გადაწყვეტს, რომ კვლავ მეგობრულად დაგველაპარაკოს, უარი თქვას რევოლუციების მოწყობის დაფინანსებაზე იმ ჯგუფებმა, ვინც იმ ქვეყანაშია", - თქვა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
