" ქვეყანაში სულ სამი პარტია არსებობს, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, ქართველი ხალხი არჩევანს „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის თუ გააკეთებს, ჩვენთვის მაჩვენებელი იქნება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება " - იაგო ხვიჩია
ქვეყანაში სულ სამი პარტია არსებობს, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, ქართველი ხალხი არჩევანს „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის თუ გააკეთებს, ჩვენთვის მაჩვენებელი იქნება, თუ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ქვეყანაში სულ სამი პარტია არსებობს – „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ, ეს გეგმა სისრულეში მოიყვანონ და არჩევნებში შვიდი პარტიის ნაცვლად ერთი გავიდეს. თუ ქართველი ხალხი „ქოცებში“, „ნაცებსა“ და „გირჩებში“ „ქოცებს“ და „ნაცებს“ აირჩევს, დიდი პერსპექტივა მაინც არ ჰქონია და ჩვენთვისაც მაჩვენებელი იქნება, თუ როგორ გავაგრძელოთ საკუთარი ცხოვრება. თუმცა, ეს იქნება მაჩვენებელი, რომ ისევ „ქოც-ნაცების“ ნარატივში ჩავჯდებით. გახარიას პარტიაზე კი გეტყვით, რომ ასე ბევრი პარტიაა ფურცელზე. მათ კითხვებს უნდა გასცენ პასუხი, რატომ წამოვიდნენ ხელისუფლებიდან და მართლა როგორ იმართება „ქართული ოცნება“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
