" აშშ-ის კონგრესში განხილვაზე ვიხილეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, ეს დარჩება ისტორიაში, როგორც უდიდესი ღალატის შემთხვევა" - შალვა პაპუაშვილი
მძიმე სანახაობაა, ვნახეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი. ეს არის საბოლოო დასკვნა, რაც შეგვიძლია, კონგრესში გამართული გუშინდელი განხილვიდან გამოვიტანოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს დარჩება ისტორიაში, როგორც უდიდესი ღალატის შემთხვევა.
„ჩვენ ვიხილეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და დაკითხვის დროს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. არ ვიცი, ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება, ადამიანს შეეყაროს. ასეთი შემთხვევები ვიცით ისტორიიდან და მაშინ ჩუმად ჩადიოდნენ სხვა გავლენიანი ქვეყნების დედაქალაქებში, სახეს იმალავდნენ, ღამით გადაადგილდებოდნენ,ჩაიპარებოდნენ, რათა რაიმენაირად საკუთარი ქვეყანა დაებეზღებინათ სხვა ქვეყნის მმართველებთან და მიეღოთ მხარდაჭერა, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე გაელაშქრათ. დღეს, 21-ე საუკუნეში ეს ყველაფერი უკვე ღია ეთერში ხდება. რა თქმა უნდა, ეს დარჩება ისტორიაში, როგორც უდიდესი ღალატის შემთხვევა.
ამ ხალხს სერგო ორჯონიკიძეს ადრეც ვეძახდით, მაგრამ დღეს პირდაპირ დაგვანახეს, რომ მათი სრული ბუნება არის სერგო ორჯონიკიძესი. როგორც ის შემოუძღვა მე-11 არმიას საქართველოში, ასევე უნდათ შემოუძღვნენ საქართველოში სანქციებს, თუ რაღაც დასჯებს. ჩადიან სხვა ქვეყნის დედაქალაქში, რათა საკუთარი ქვეყანა დააბეზღონ, საკუთარი ოპონენტების შვილების დასჯა მოითხოვონ. ისტორიაში რომ ვკითხულობდით, მაშინ გვახსოვს, რა ემოციები გვქონდა იმ შემთხვევებთან, რომლებიც საუკუნეების წინ იყო და ეს ხდება დღეს, ჩვენ თვალწინ, პირდაპირ ეთერში – ორი ადამიანი პირდაპირ ღალატობს საკუთარ ქვეყანას. წარმოგიდგენიათ, საქართველოს პარლამენტში აშშ-ის მოქალაქე ჩამოვიდეს და ჩვენებას აძლევდეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ? წარმოგიდგენიათ აშშ-ში რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე? სამწუხაროა, რომ იმას, რასაც თვითონ ამერიკელი კონგრესმენები, თუ ზოგადად, ამერიკელები ჩათვლიდნენ საკუთარი ქვეყნის ღალატად, აკეთებინებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში, დედაქალაქში. ამაზეც უნდა დავფიქრდეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კონგრესში განხილვაზე მოისმინა დეზინფორმაცია, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს