"ივანიშვილს სძულს ქართველი ხალხი და განსაკუთრებით სძულს ის ახალგაზრდები, ვინც არ ეგუება, არ ემორჩილება და აპროტესტებს საქართველოს ევროპული გზიდან დაშორებას"
ივანიშვილს სძულს ქართველი ხალხი და განსაკუთრებით სძულს ის ახალგაზრდები, ვინც არ ეგუება, არ ემორჩილება და აპროტესტებს საქართველოს ევროპული გზიდან დაშორებას. ეს ნათელი სახეები - ჭკვიანები, ლამაზები და შეუპოვრები დაუბრუნებენ ხალხს ჩვენს ქვეყანას, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, „ეს ახალგაზრდები არიან და იქნებიან ევროპული მომავლის გზაზე ბრძოლის ავანგარდში“.
„შეხედეთ და ნახეთ, თუ როგორ ასამართლებს ივანიშვილი პატრიოტ ახალგაზრდებს, ნაწილი მძევლად აიყვანა და კიდევ ასეულობით ახალგაზრდას ემუქრება. ივანიშვილს სძულს ქართველი ხალხი და განსაკუთრებით სძულს ის ახალგაზრდები, ვინც არ ეგუება, არ ემორჩილება და აპროტესტებს საქართველოს ევროპული გზიდან დაშორებას. ეს ნათელი სახეები, ჭკვიანები, ლამაზები და შეუპოვრები დაუბრუნებენ ჩვენს ქვეყანას ხალხს!
ეს ახალგაზრდები არიან და იქნებიან ევროპული მომავლის გზაზე ბრძოლის ავანგარდში“, - წერს ხაბეიშვილი და ბრალდებულებისა და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემულების სიას აქვეყნებს.
„სისხლის სამართლის საქმე: ცოტნე აბესაძე - 25 წლის, იგორ ნარმანია - 22 წლის, ტიტე გედენიძე - 23 წლის, გვანცა გაზდელიანი - 23 წლის, ბექა პაპაშვილი - 23 წლის, ლაშა დიაროვი - 29 წლის.
ადმინისტრაციული: საბა პაპაშვილი- 18 წლის, ბაჩო ძანძავა - 20 წლის, თამარ ლეგაშვილი - 26 წლის, ლუკა შველიძე - 21 წლის, ნიკოლოზ ხოსროშვილი -18 წლის, დავით ჩხობაძე - 20 წლის, დავით სეხნიაშვილი - 20 წლის, საბა ბირკაია - 18 წლის, დავით ზანდარაძე - 19 წლის.
ასეულობით ახალგაზრდაა იმავე დევნის ობიექტი რუსული ხელისუფლების მხრიდან“,- წერს ლევან ხაბეიშვილი.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
