"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა" - შალვა პაპუაშვილი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისა და კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონი ეხება იმას, რომ „არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს“.
„ბატონმა ანრიმ [ოხანაშვილი] წაიკითხა პარლამენტის წევრის ფიცი და ეს ფიცი თავის თავში ატარებს ჩვენს უპირველეს ვალდებულებას, რომ ვიზრუნოთ ქართველი ხალხის ინტერესებზე, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით და მათი მანდატით. არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი ასე რომ, დიდი მადლობა ამისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
