"ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალებს მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა" - პრემიერი
ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალებს მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა ვერ გარისკა, - ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძის თქმით, ახალგაზრდებისადმი შეთავაზება ძალაში რჩება და იმედი აქვს, რომ “ერთი ჯგუფი მაინც დააღწევს თავს ბულინგს და საჯარო დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას".
კობახიძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელისუფლებას დაეხმარება, “საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოს, რაც ქვეყანასა და მოსახლეობას სჭირდება“.
“ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად იყენებს. ჩვენ ამ პარტიას ომისა და ღალატის პარტიას ვუწოდებთ, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია. ისინი სიძულვილით მოქმედებდნენ თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც ოპოზიციის რიგებიდან იგივეს აკეთებენ.
ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, გვჭირდება ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად, გვჭირდება სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
