"დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
დღეს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოს ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა - ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ხალხის რეფერენდუმი გადააქციოს კანონად.
„დღეს ბოლო დღე იყო საყოველთაო სახალხო განხილვის და თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოს ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა. ქართველმა ხალხმა ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს თავისი გამოსვლით, ხმის გაგონებით მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ხალხის რეფერენდუმი გადააქციოს კანონად. დავიწყებთ კონსტიტუციური კანონის საპარლამენტო განხილვას. ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც საქართველოს ქალაქებში გამოვიდა და მიიღოს გადაწყვეტილება - დგას ქართველი ხალხის მხარეს თუ პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ღირებულებები შეარყიონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა