"ვაფრთხილებ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეულ წევრს, ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აქვთ უატყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ“.
„მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასთანავე, მინდა, ვთხოვო სამართალდამცველებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე, შეურაცხყოფაზე რეაგირებისას იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით. სამართალდამცველებს მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ძალადობის დიდი მასშტაბისა და სრულიად მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ისინი არსებითად სწორედ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
