საქართველოს პარლამენტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით დღეს განიხილავს
საქართველოს პარლამენტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით დღეს განიხილავს. ამის შესახებ ცნობილი გახდა პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომის შემდეგ.
მეორე მოსმენით კანონპროექტს მხარი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა 29 აპრილს დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ჯამში ოპოზიციის 14 დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელი გააძევა, რომლებიც კანონპროექტის შესახებ კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამდნენ. ოხანაშვილი კი ოპონენტებს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებდა, მათ შორის, შენიშვნას აძლევდა მიკროფონის გამორთვის შემდეგ საუბრის გაგრძელების გამო.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მეორე მოსმენით კანონპროექტის განხილვა შესაძლოა ორ-სამ დღეს გაგრძელდეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, დღეს, 30 აპრილს, პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. რაც ნიშნავს, რომ შენობაში შესვლას და მუშაობას მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები (2-2 ჯგუფი) შეძლებენ, ხოლო სხვა მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება არ ექნებათ.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" ("კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნება" თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
