"რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის"- გიგი უგულავა
რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის - ნუ არევენ ქვეყანას! - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
უგულავას თქმით, ეს არის ისტორიული ბრძოლა და საქართველოს ყველა მოქალაქე ბედნიერია, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობის საშუალება მიეცა.
„ყველას მინდა, გულწრფელად ვუთხრა ნიშნის მოგების გარეშე: ამ ტალღას ვერავინ გააჩერებს. საქართველოს რუსეთში უკან ვერავინ შეათრევს, ამიტომ ეს არ ექვემდებარება ამას. რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის. ნუ არევენ ქვეყანას. ამათ, როგორც ჩანს, მართლა ომი უნდათ - მთელ მსოფლიოს ომი გამოუცხადეს. ხალხს უნდა ევროპაში და საქართველო ივლის ევროპისკენ. ეს არის ჩვენი ისტორიული იდეა და შანსი. საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ერთად წავალთ ევროპაში. ესენი სთავაზობენ, რომ „ერთად რუსეთში“, არა მეგობრებო, ერთად ჩვენ წავალთ ევროპაში. ეს წყდება დღეს, ხვალ, ამ კვირებსა და თვეებში. ეს არის ისტორიული ბრძოლა და საქართველოს ყველა მოქალაქე ბედნიერია, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობის საშუალება მიეცა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, საკანონმდებლო ორგანოს წრე შემოარტყეს და ჯაჭვი შეკრეს.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
