შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში ევროკავშირის დაფინანსება გაუმჭვირვალეა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში დაფინანსება ევროკავშირიდან გაუმჭვირვალედ შემოდის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „აგენტების კანონის“ მნიშვნელობაზე ლაპარაკისას უთხრა - ამ კანონის მიღებას საქართველოს პარტნიორები ევროინტეგრაციის ხელშემშლელ გარემოებად ასახელებენ.
„ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ. სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფულით „საქართველოში რადიკალური ჯგუფები და პოლიტიკური პარტიები ფარულად ფინანსდება“.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ „აგენტების კანონის“ მიღების მიზანი გამჭვირვალობაა, არასამთავრობო ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ ეს არის კანონპროექტი, რომელიც რუსული მეთოდებით ცდილობს გააჩუმოს ის ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
13 თვის შემდეგ, 2024 წლის 3 აპრილს, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ დააინიციირა „აგენტების შესახებ“ კანონი, რომელსაც გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებები გაავრცელეს არა მხოლოდ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, არამედ კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებმაც, მათ შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმაც.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
