"კანონის მიღება რევოლუციის სტარტაპად აქციეს" - ირაკლი ქადაგიშვილი
ფაქტობრივად, საპროტესტო აქციის მიმდინარეობა თავიდან ბოლომდე იყო გათვლილი იმაზე, რომ ნებისმიერი პროვოკაციით სიტუაციის ესკალაცია გამოეწვიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მიმდინარეობისას მცდელობებია, რომ საპოლიციო ძალებზე აგრესია და შეტევა მიიტანონ.
„საქართველოს ასეთი აგრესია არ ახსოვს. ეს პირდაპირი მცდელობებია, რომ საპოლიციო ძალებზე აგრესია და შეტევა მიიტანონ. დევი ჭანკვეტაძის განცხადებაც სწორედ აქეთკენ მიანიშნებდა. პრეზიდენტის შეწყალებებიც ასეთი პროცესების წახალისებას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, მათი მიზანია ქვეყანაში რევოლუციური პროცესების გაღვივება. კანონის მიღება რევოლუციის სტარტაპად გახადეს, რაშიც ჩართულები არიან პრეზიდენტიც და გარკვეული უცხოური ძალებიც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
