"გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“ - უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით"
გაილახა მდინარაძე ხოშიანად, ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს, უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით, - ეს განცხადება „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
მისი თქმით, ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს. ელისაშვილის თქმით, ახლა ვისაც ქვეყანა უყვარს გარეთ უნდა გამოვიდეს.
„გაილახა მდინარაძე ხოშიანად. ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს. უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით. ეს კანონი ტ...ში უნდა გავუკეთოთ, ან ქართველები ვართ, ან მონები და არ ვართ მონები. ხომ ნახეთ, ყველას ვაგინებდი. რა მოხდა და მდინარაძეს ეს [მუშტი] მოხვდა იმ რუსულ სიფათში. მე მცემეს, მაგრამ მოვადე პირველი. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ. ვისაც საქართველო გიყვართ გარეთ გამოდით, რა მნიშვნელობა აქვს „ნაცი“, „ქოცი“, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი და არ უნდა შევიდეს ეს კანონი. იმდენი ხალხი მირტყამდა, ბოლოს ვეღარ გავარკვიე[ვინ მირტყამდა]", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
