"აღნიშნული კანონის არმიღება შედის იმ დონორების ინტერესში, ვინც შენიღბულია, თითქოს ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიულ პროცესებს ხელს უწყობენ, რეალურად აფინანსებენ ყველანაირ ბოროტებას, სიბინძურეს" - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის არმიღება იმ დონორების ინტერესშია, ვიცი მიზანიც არის ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირება და პოლარიზაციის გაღრმავება.
„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ეს დონორები შენიღბული არიან, თითქოს ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს, რეალურად კი აფინანსებენ ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყნის ინტერესები დაზარალდეს.
„აღნიშნული კანონის არმიღება შედის ისევ იმ დონორების ინტერესში, ვინც არიან შენიღბული იმით, თითქოს ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს უწყობენ. რეალურად კი, ისინი აფინანსებენ ყველანაირ ბოროტებას, სიბინძურეს, რომელიც შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს - ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებას, პოლარიზაციას. აი, ეს არის სამწუხარო რეალობა.
ჩვენ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ - ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. გუშინ იყო 9 აპრილი, იმ გმირების დღე, ვინც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, რათა ვყოფილიყავით სუვერენული ქვეყანა. მე არ მინდა ეს შეიფუთოს, როგორც ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, სანამ ვართ ხელისუფლებაში, ყოველთვის გავატარებთ და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. არცერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
