"არქივი ინახავს პუტინის პრესკონფერენციებს, სადაც მან აგენტების კანონის დაინიცირებისას თქვა, თითქოს მას უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა, დღეს ცხადია, რა იყო რუსეთში ამ კანონის ამოცანა"
რუსმა ოლიგარქმა რუსული კანონი შემოაბრუნა - ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გამოუტანა ვერდიქტი რუსულ კანონს, ქართველი ხალხი ასევე გამოუტანს ვერდიქტს რუსულ ხელისუფლებას, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, “ოცნების” რუსულ კანონს გამჭვირვალობასთან საერთო არ აქვს”.
„ისტორიის არქივი ინახავს პუტინის არაერთ პრესკონფერენციას, სადაც მან ასეთი რუსული კანონი რომ დააინიცირა, თქვა, თითქოს რუსეთში იმ კანონს უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა.
დღეს ცხადია, რა იყო რუსეთში ამ კანონის ამოცანა. იგივე ამოცანა აქვს რუსულ კანონს საქართველოში. ეს არის რუსული მითითება. ბიძინა ივანიშვილი მესამედ საჯაროდ დაბრუნდა პოლიტიკაში და ისმება კითხვა - რა მოიტანა მან ქართველი ხალხისთვის: სამუშაო ადგილები? არა; ახალგაზრდებისთვის პერსპექტივა? არა; სოციალური პროექტი? არა; ქვეყნის უკეთესი მომავალი? არა. ერთადერთი რამ მოიტანა - რუსმა ოლიგარქმა რუსული კანონი შემოაბრუნა. ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გამოუტანა ვერდიქტი რუსულ კანონს, ქართველი ხალხი ასევე გამოუტანს ვერდიქტს რუსულ ხელისუფლებას”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
