უკრაინის ქალაქ სუმიზე საჰაერო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა
13 მარტს სუმიში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს.
ინფორმაციას თავისი კორესპონდენტის ნათქვამზე დაყრდნობით ავრცელებს უკრაინის საზოგადოებრივი ტელეკომპანია Suspilne.
სუმის საქალაქო ადმინისტრაციის თანახმად, საჰაერო თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. გადაუდებელი სამაშველო სამუშაოები გრძელდება. რუსეთის ხელისუფლებას იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ხუთშაბათს ღამით გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ახალი თავდასხმების შესახებ დრონების გამოყენებით. შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიის 36 დრონიდან 22 განადგურდა.
მანამდე უკრაინის ხელისუფლება იტყობინებოდა უპილოტო თვითმფრინავების დარტყმებზე ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. სუმის რეგიონულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დრონები შეეტაკა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს სუმიში, შოსტკაში, ახტირკასა და ბელოპოლიეში.
სუმის რეგიონის ადმინისტრაციის თანახმად, განაცხადა, რომ რეგიონში რადიოსაინჟინრო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად რამდენიმე სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის გადამცემი გამორთულია. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ხუთშაბათს ასევე განაცხადა "სატელევიზიო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანების შესახებ". საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია ადრე იტყობინებოდა, რომ დილით ორი სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში. ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა С-300 ტიპის რაკეტები გამოიყენეს.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
