"არჩევნებში ჩვენ 40%-მდე ავიღებთ, თუ 10%-ს ნიკა მელია და ნიკა გვარამია აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში" - პაატა მანჯგალაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნებში ისინი 40%-მდე აიღებენ.
„ჩვენ ავიღებთ 40%-მდე, თუ 10%-ს ეგენიც [ნიკა მელია და ნიკა გვარამია] აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში, მადლობა მათ. 40%-მდე რომ ავიღებთ იქიდან ვიცი, რომ 2018 წელს გიორგი ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აიღო 40% და ახლაც მინიმუმ ასე ავიღებთ”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რომ მსგავსი შედეგი არცერთმა საერთაშორისო კვლევამ არ აჩვენა, პაატა მანჯგალაძემ უპასუხა, რომ 2018-ში 17%-ს უწერდნენ და 40% მიიღეს, ახლა კი უფრო მეტს უწერენ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
