დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ
„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, ხელი დაარტყეს. შემთხვევა „გირჩის“ ოფისში გუშინ მოხდა.
როგორც ხვიჩია ჰყვება, კონკრეტული პირი ოფისში მივიდა და თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, რაშიც ის ჩაერია და მისი „მოქნეული ხელი მოხვდა“.
ხვიჩია აღნიშნულს „ქართული ოცნების“ და საპატრიარქოს პროპაგანდას“ უკავშირებს და აცხადებს, რომ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს.
„ეს ყველაფერი გამოწვეულია „ქართული ოცნებისა“ და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით. მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში, შემდეგ მეორე ძმამ მამა შალვას და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა და მოვიდა ოფისში საქმის გასარჩევად. თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე და უბრალოდ, მისი მოქნეული ხელი მომხვდა. არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან,“ - განაცხადა ხვიჩიამ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
