" საარჩევნო გარემო იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, გამოხატვის თავისუფლება იქნება გარანტირებული, ამავე დროს, გავითვალისწინებთ ყველა რისკს, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს" - ლევან დავითაშვილი
საარჩევნო გარემო იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, ტრანსფარენტული. საარჩევნო პროცესი ჩატარდება მაღალი სტანდარტით, შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება იქნება გარანტირებული, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამავდროულად, გათვალისწინებული და აღკვეთილი იქნება ყველა ის რისკი, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს.
ლევან დავითაშვილს ჟურნალისტმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე დაუსვა კითხვა.
„რაც შეეხება ამ რისკს, კონკრეტული შემთხვევები თუ იქნა, კონკრეტულ კომენტარს გავაკეთებ. ზოგადი მსჯელობა უსაფუძვლოა. ეს არის ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის მცდელობა, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ჩვენ მოგვისმენია ბევრი უსაფუძვლო განცხადება, მათ შორის ბევრი უსაფუძვლო ბრალდებაც, იგივე ხელისუფლების მიმართ. როგორი უსაფუძვლო და ცრუც იყო ყველა ის ბრალდება, ესეც არის ცრუ და უსაფუძვლო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
