"ზურაბიშვილი ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არსად დადის" - იაგო ხვიჩია
სპექტაკლი, რასაც ვხედავთ, თითქოს, გამიშვი-გამაკავე მიდის, რომ პრეზიდენტი ონავრობს და სადღაც გარბის, შეთანხმებული თამაშის ნაწილი მგონია - ზურაბიშვილი ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არსად დადის, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მთავრობისგან ნებართვის აღების გარეშე დაესწრება.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ასეთი ტიპის კონფერენციაზე.
„ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არსად დადის ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. დანარჩენი სპექტაკლი, რასაც ვხედავთ, თითქოს, გამიშვი-გამაკავე მიდის, რომ პრეზიდენტი ონავრობს და სადღაც გარბის, მე ეს ყველაფერი შეთანხმებული თამაშის ნაწილი მგონია. მგონი, სალომე ზურაბიშვილს დასვენება უნდა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს - ხვიჩიას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ ბიძინა ივანიშვილის გულის მოგებას ცდილობს, „ლელო“ კი საბოლოოდ ‘ნაციონალურ მოძრაობაში“ შესასვლელად ფულს გადაიხდის.
„გახარიების შემთხვევაში საქმე მარტივად არის - ისინი ცდილობენ, ისევ მოიგონ რამენაირად ბიძინა ივანიშვილის გული, მაგრამ ის არ იკარებს. „ლელოს“ რაც შეეხება - ცოტა ხანი ასე ივლიან, გაარკვევენ რომ „ნაცების“ გარეშე არანაირი პერსპექტივა არ აქვთ და ფულს გადაიხდიან „ნაცებში“ შესასვლელად საბოლოო ჯამში“, - განაცხადა ხვიჩიამ.
სიახლეები
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება
- "მსოფლიო უკვე რადიკალურად შეიცვალა და ჩვენი რეგიონი კუნძული არაა!" - სალომე ზურაბიშვილი
- "გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება, მიზანში ამოგეღოთ ირანის ბირთვული ობიექტები, ისტორიას შეცვლის" - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- "ირანის ბირთვულ ობიექტებზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა"- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
- ელოდება თუ არა მსოფლიოს არმაგედონი?! - "ჩვენ ისეთი საფრთხის წინაშე ვართ, რომელიც პლანეტაზე კარიბის კრიზისის დროიდან არ ყოფილა“