"მე და პრეზიდენტს არავითარ ერთობაზე ან რაიმე სახის პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე საუბარი არ გვქონია" - ხატია დეკანოიძე
მე და საქართველოს პრეზიდენტს არავითარ ერთობაზე ან რაიმე სახის პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე, მომავალში თუ ახლა, საუბარი არ გვქონია - მე არ მგონია, რომ იგი რომელიმე კონკრეტული პარტიის დამხმარე შეიძლება იყოს, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის პოზიცია, მათ შორის, 9 დათქმის მიმართულებით, სწორია და ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს სახელმწიფოს პარადიგმაში და ჭრილში უყურებს ყველაფერს.
"არავითარ პარტიულ გაერთიანებებზე, არავითარ რაღაც პარტიულ კონფიგურაციაზე საუბარი მე და საქართველოს პრეზიდენტს არ გვქონია. ჩვენ გვქონდა საუბარი 9 დათქმის შესრულებაზე. მისი კითხვა იყო ჩემს მიმართ, როგორ წარმომიდგენია კრიმინალური იუსტიციის რეფორმა საქართველოში, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 9 დათქმა შესრულდეს, ვისაუბრეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, ამიტომ არავითარ ერთობაზე საუბარი ან რაიმე სახის პოლიტიკურ პლატფორმაზე საუბარი, შექმნაზე, მომავალში თუ ახლა, არ ყოფილა.
საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, მათ შორის, 9 დათქმის მიმართულებით, არის სწორი და ამ შემთხვევაში იგი საქართველოს სახელმწიფოს პარადიგმაში და ჭრილში უყურებს ყველაფერს. მე არ მგონია, რომ იგი რომელიმე კონკრეტული პარტიის დამხმარე შეიძლება იყოს, მე მგონია, რომ მისი სიტყვები და პოზიციაც, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, იყო მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებზე დაფუძნებული," - განაცხადა დეკანოიძემ.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
