"საპარლამენტო არჩევნებში ხაზარაძის წარმატების ფორმულაა, ფული, ფული და კიდევ ფული"- იაგო ხვიჩია
საპარლამენტო არჩევნებში ხაზარაძის წარმატების ფორმულაა – ფული, ფული და კიდევ ფული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ლელოს“ ერთადერთი ღირებული კამპანია რაც ჰქონდა, მუსტანგი იყო.
„მამუკა ხაზარაძეს რეგიონებში მუსტანგით ერთი დღეც არ უვლია, მაგრამ მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ მუსტანგით იმდენი იარა, რომ მანქანას ცეცხლი წაეკიდა. არადა, მის ავტოსადგომზე თავისით ცეცხლი მოეკიდა. ამ დროს ხალხმა იცის, რომ მანქანა რეგიონში სიარულით გადახურდა. ამაზე მეტი წარმატებული პიარკამპანია რა უნდა იყოს? საპარლამენტო არჩევნებში ხაზარაძის წარმატების ფორმულაა – ფული, ფული და კიდევ ფული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა