"ორბანი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია"– კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძემ განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ევროინტეგრაციის „მნიშვნელოვანი მხარდამჭერია“.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას ჰგონია, რომ ახლა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს.
„[ვიქტორ] ორბანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ასე, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო სტატუსს იმსახურებდა მანამდეც, როდესაც ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული, თავის დროზე საქართველოსთან მიმართებით. მაგრამ ახლა მგონია, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს [ევროკავშირის კანდიდატის] სტატუსს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
