''არსებობს ძალიან დიდი შანსი, რომ 2023 წელს მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, არავითარი ისტორიული შანსი არ დაგვიკარგავს, ეს არის სპეკულაცია'' - ირაკლი კობახიძე
ჩვენ 2024 წელს გვქონდა დაგეგმილი განაცხადის შეტანა და ველოდებოდით, რომ იქიდან ორ წელში მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, როგორც ეს სტანდარტული პრაქტიკით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს ძალიან დიდი შანსი, რომ საქართველოს 2023 წელს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
„ასეთი იყო გეგმა, 2024-ში განაცხადის შეტანა და 2026-ში სტატუსის მიღება. ვხედავთ, რომ ეს ყველა შემთხვევაში დაჩქარდება. საუბარია უკვე 2023 წელზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უკვე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. არავითარი ისტორიული შანსი არ დაგვიკარგავს და ეს არის სპეკულაცია. ზუსტად ასეთივე 12 პუნქტი ევროკავშირმა დაუდგინა მოლდოვასა და უკრაინასაც. აბსოლუტურად იდენტურია რეალურად ვითარება, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ამ პუნქტების შესრულების შემდეგ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. უკრაინა და მოლდოვა თუ იმ პუნქტებს არ შეასრულებენ შეიძლება, მათი სტატუსი გადაიხედოს. ეს არის ერთადერთი განსხვავება, თუმცა არსებითად შესაკრებთა გადანაცვლების ვარიანტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
