"100 დღეა, რაც რუსეთმა დაიწყო გაუმართლებელი აგრესია და უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია, დაამარცხოს ძალა"
100 დღეა, რაც რუსეთმა დაიწყო გაუმართლებელი აგრესია და უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია, დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.
„100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.
100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია, დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა.
100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე, #StandWithUkraine“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
