''მიშას გაუხმა თავი, შენ რომ სწავლა დაგიფინანსა'' - ანი წითლიძე იუსტიციის მინისტრს
მიშას გაუხმა თავი, შენ რომ სწავლა დაგიფინანსა, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პარლამენტის სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
სხდომაზე ბრეგაძესა და წითლიძეს შორის შეკამათება მოხდა, რაც ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ მინისტრის მისამართით ნათქვამ შეფასებას მოჰყვა - წითლიძემ ბრეგაძეს „მონა“ უწოდა.
„დამშვიდდით, გეტყობათ კლასიკური აქტივისტობა. ნამდვილად გეტყობათ, რომ მთავარია ადამიანს არ აცადოთ საუბარი - ეს არის თქვენი ერთადერთი დანიშნულება. დამშვიდდით, შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთ და გაფუჭებული, ბატარეადამჯდარი რუპორივით ნუ საუბრობთ, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმასაც ბოლომდე ვერ ამოიძახებს. პირდაპირ გეუბნებით, ამის უნარიც არ გაქვთ. თავი შეიკავეთ და ზრდილობიანად მოიქეცით“, - მიმართა ბრეგაძემ წითლიძეს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს რატი ბრეგაძე განათლების მისაღებად პრეზიდენტის სტიპენდიით გერმანიაში გაემგზავრა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
