"ევროპული მომავალი არის ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული უალტერნატივო სამოქმედო გეგმა"
დღეს მინდა გავიხსენო ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „დამოუკიდებლობა – ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მერაბ კოსტავა ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას.
„სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის, დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა; ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ იგი ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას. მართლაც, ჩვენ, მუდმივად სამშობლოსათვის ბრძოლაში მყოფი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერი, სწორედ იმიტომ გადავრჩით, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ზნეობრივი იდეალები ჩვენს ხალხში ყველაზე რთულ პერიოდებშიც არ გამქრალა. სიმბოლურია, რომ დღეს ასევე ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის, დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ იგი ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს