"ახლა დროა, ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ განხილვაში მონაწილეობას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და ახლა დროა, ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ განხილვაში „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრების“ მონაწილეობის სახით ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა. საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენი სამომავლო ალიანსის შესახებ დებატების გასამართად. ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. ახლა დროა, ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
