''არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში'' - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა.
„ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა იომა უკვე სამჯერ რუსეთის ფედერაციასთან, შეიძლება ასე ითქვას, რადგან 90-იან წლები, შემდეგ შიდა ომი, შემდეგ სამოქალაქო ომი და ათასი უბედურება გადავიტანეთ, შემდეგ აგვისტოს ომი, რამაც დამანგრეველი შედეგები მოიტანა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია გამოიწვია და დღემდე გრძელდება. ეს თუ კარგად არ გავაანალიზეთ და კიდევ თუ გავაგრძელეთ ეს უპასუხისმგებლო რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქმიანობა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში, პირიქით იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
