"ჩვენ, ზოგადად, გვინდა, რომ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც" - იაგო ხვიჩია
ჩვენ, ზოგადად, გვინდა, რომ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე უარის თქმა ხომ არ უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლება ფიქრობს, ამით ის სასჯელს გაექცევა.
ხვიჩია გამოეხმაურა ასევე, ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ის ან საქართველოში კლინიკაში ან საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ და აღნიშნა, რომ მას ნაწილობრივ ეთანხმება.
„საზღვარგარეთ მის გადაყვანის ნაწილში დიდი ხანია ვეთანხმები, თუმცა, ქვეყნის შიგნით გადაყვანას, მისი მკურნალობის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა არ ექნება. როგორც ჩანს, პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის აღდგენა უფრო რთულად ხდება. მოვუწოდებდი სააკაშვილის მეგობრებს, ქვეყნის შიგნით გადაყვანაზე მაინცდამაინც დიდი აქცენტი არ გააკეთონ", - განაცხადა ხვიჩიამ.
სიახლეები
- ანრი ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
- ზელენსკი მხოლოდ პუტინთან განიხილავს ტერიტორიების საკითხს და მხოლოდ ფრონტზე არსებული მდგომარეობის მიხედვით
- “ლევან გაჩეჩილაძის გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული, ვწუხვართ მისი განშორების გამო და ოჯახის წევრებს თანაგრძნობას ვუცხადებთ” - ილია მეორე
- ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ტრამპზე დაკისრებული 500-მილიონიანი ჯარიმა გააუქმა
- ტრამპი აცხადებს, რომ ორ კვირაში გადაწყვეტს, დააწესოს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები