''როცა წევრობიდან თავმჯდომარე ხდები, ეს სერიოზული დაწინაურებაა'' - კობახიძე მარგველაშვილზე
მარგველაშვილი აქამდე ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი იყო და როდესაც წევრობიდან ეგრევე თავმჯდომარე ხდები, ეს სერიოზული დაწინაურებაა
- ეს ნახევრად ხუმრობით, ისე კი, ძალიან უხდებიან ერთმანეთს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „რუსთავის 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კიდევ უფრო ახლოვდება და ეს „იმ წინააღმდეგობების გაგრძელებაა, რაც პარტიის შიგნითაა“.
„ისინი [გიორგი მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“] ძალიან უხდებიან ერთმანეთს, რადგან მათი მორალური ფასეულობები აბსოლუტურ თანხვედრაშია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ახლა ოფიციალურადაც, კიდევ უფრო ახლოვდება მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, გარდა ამისა, ეს არის იმ წინააღმდეგობების გაგრძელება, რაც პარტიის შიგნითაა. როგორც მოგეხსენებათ სერიოზული კონფლიქტებია. როდესაც პარტია სუსტდება, ასეთ დროს თავს იჩენს ხოლმე პარტიის შიგნით დაპირისპირებები და ეს, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, აბსოლუტურად ლოგიკურია. დიდი ხანია ვიცით, რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და სხვებზე და ბუნებრივია, სურს თავიდან მოშორება მელიასი, რომელიც დღემდე ისედაც „ნაცმოძრაობის“ მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა. რეალური ლიდერი არც მელია იქნება, არც მარგველაშვილი ან ვინმე სხვა, რეალური ლიდერი და ბელადი ამ პარტიაში კვლავ სააკაშვილი იქნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
