"ვერ გეტყვით რამდენად რეალურია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მარგველაშვილის კანდიდატურაზე ინფორმაცია"
იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც ჩვენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებით და ვხედავთ კავშირს ამ პოლიტიკურ ფიგურებსა თუ ორგანიზებს შორის, ეს იქნებოდა ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის განხილვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მარგველაშვილი ქართულ პოლიტიკას მნიშვნელოვანს არ შემატებს.
„ვერ გეტყვით რამდენად რეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურაზე ინფორმაცია. თუმცა იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც ჩვენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებით და ვხედავთ კავშირს ამ პოლიტიკურ ფიგურებსა თუ ორგანიზებს შორის, ეს იქნებოდა ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ერთი რამ - ჩვენ ყველა ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ არსი რაშია, მისი არსი ეს არის ძალაუფლებისათვის ბრძოლა. ხედავენ რა დემოკრატიული გზით ვერ მოდიან ხელისუფლებაში და ხალხი მას ყოველ ჯერზე ეუბნება უარს, ცხრაჯერ უთხრა უკვე უარი არჩევნებზე, ცდილობენ რომ არეულობით, დემოკრატიის გვერდის ავლით რამენაირად მოიპოვონ ძალაუფლება და ძალაუფლების მოპოვება, რა თქმა უნდა, ვიცით რას ნიშნავს. ეს არის იგივე ძალა, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ვხედავდით, რომელიც იყო სიყალბეზე, ძალადობაზე დაფუძნებული ძალა. თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ის ქართულ პოლიტიკას მნიშვნელოვანს არ შემატებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი ნიკა მელიამ დატოვოს და მის ნაცვლად პარტიას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უხელმძღვანელოს.
სიახლეები
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
- "ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის