"ომია და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ზელენსკის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება"
ომია და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება არც პოლიტიკაში ჯდება და არც დიპლომატიაში.
„ომია და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი, რა თქმა უნდა. ეს არც დიპლომატიაში ჯდება და არც პოლიტიკაში. ძალიან სამწუხაროა! პრემიერმა რაც გააკეთა მხარს ვუჭერ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საქართველოს შეუძლია“, - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
