"ბელარუსის ჯარები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ" - უკრაინული მედია
ბელარუსის ჯარები უკრაინის ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ტერიტორიული თავდაცვის ძალების "Север" რეგიონალური დეპარტამენტის წარმომადგენელ ვიტალი კირილოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა,რომ მისი ჯარები არ შეუერთდებიან რუსულ ჯარებს, რომლებიც უკრაინაში არიან შეჭრილი. BBC-ის ინფორმაციით, ლუკაშენკომ, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა, განაცხადა რომ ბელარუსის არმია არ იღებს მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში და არც არასდროს მიუღია.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
