უკრაინამ გერმანიას თავდაცვითი იარაღის მიწოდების თხოვნით მიმართა - მედია
უკრაინამ გერმანიის მთავრობას თავდაცვითი ხასიათის იარაღით დახმარებასთან დაკავშირებით ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა, - ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წერილში უკრაინის საელჩო ბერლინს სწრაფი რეაგირების თხოვნით მიმართავს „უსაფრთხოების უკიდურესად დაძაბული სიტუაციისა და რუსული აგრესიის საფრთხის გათვალისწინებით“.
წერილში უკრაინა გერმანიას სხვადასხვა „თავდაცვითი“ საბრძოლო მასალის მიწოდებას სთხოვს, მათ შორის საშუალო რადიუსის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, პორტატულ ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტებს, ელექტრონულ სათვალთვალო სისტემებს, ღამის ხედვის აღჭურვილობას და სხვას.
გამოცემის ცნობით, წერილში კიევი ითხოვს „დაუყოვნებელ დახმარებას თავდაცვითი ხასიათის იარაღის სისტემების სასწრაფოდ შეძენაში“.
შეგახსენებთ, ნატო-ს მოკავშირეებმა: აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკრაინას იარაღი გაუგზავნეს, მაგრამ გერმანიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ იმავეს გაკეთებას არ აპირებს. ბერლინმა კიევს 5000 დამცავი ჩაფხუტი შესთავაზა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტას.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
