უკრაინას საფრთხე ემუქრება - სააკაშვილის წერილი უკრაინელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს.
მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ტელეწამყვანმა, სავიკ შუსტერმა თავის გადაცემაში წაიკითხა.
"მე ვიმყოფები უკანონოდ ციხის საკანში, იმ ქვეყანაში, სადაც მხარს უმრავლესობა მიჭერს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მონაწილეობს ჩემი გათავისუფლების საქმეში. როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ინფორმაციასთან წვდომა საკმაოდ შეზღუდული მაქვს, მაგრამ ცნობები ჩემამდე მაინც მოდის.
უკრაინას საფრთხე ემუქრება, მის საზღვრებთან მტრის ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციაა, დასავლეთმა უკვე თქვა, რომ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემთხევაში იქნება სერიოზული ეკონომიკური სანქციები. საკმარისია ეს იმისთვის, რომ შევაჩეროთ პუტინი? - არამგონია თუმცა ვიცი, რომ მას შეაჩერებს მხოლოდ უკრაინელი ხალხის ერთიანობა და სიმტკიცე, სიმტკიცეს უკრაინელ ხალხს ვერ წაართმევ. მე არა ერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინის არანაირი შიში არ აქვს, რაც ჩვენს რეგიონში უნიკალური თვისებაა.
ეს შიში არც იმ ჯარისკაცებს აქვთ, ვინც სანგრებშია და არც რეზერვისტებს, თუმცა სამწუხაროდ ერთიანობასთან მიმართებაში ცუდი მდგომარეობაა. ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები სხადასხვა მხრიდან, მათ შორის, ჩემი მეგობრები ასუსტებენ ქვეყანას და აღრმავებენ პოლარიზაციას. რა თქმა უდნა, ბევრი პრობლემაა, მაგრამ ახლა არ არის დრო, რომ ერთმანეთს ყელში ვწვდეთ და ოპონენტის დახრჩობის სურვილით ქვეყანა დავღუპოთ. როცა დღეს საფრთხე ასეთი რეალურია და არჩევნებამდე ჯერ შორია, სწორი იქნება თუ დავძლევთ განსხვავებებს და უთანხმოებას და გავამყარებთ ფრონტს აგრესორის წინააღმდეგ, არა ხელისუფლების, არამედ უკრაინის გარშემო და მისი გუნდისთვის, როცა იქნება ერთიანობა მსოფლიო უფრო დაგვიჭერს მხარს, ჩვენი ძალა ერთობაშია და ვერც ერთი აგრესორი ვერ გაბედავს უკრაინაში ცხვირის შემოყოფას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- “მოგიწოდებენ სანქცია დაუწესო რუსეთს, მოგიწოდებენ რომ მოხალისეები გააგზავნო, თვითონ კი ჩირგვებში არიან, ბიზნესს აკეთებენ “ - ირაკლი ზარქუა
- “რევოლუცია აქ არ მოხდება, გამორიცხულია” - ირაკლი ზარქუა
- “როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება, ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს – ისინი ვერ უზრუნველყოფენ ვერც სინათლეს და ვერც პროგრესს” - მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე
- მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა
- “ჩვენ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე დავრწმუნდით და ვიგრძენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნდეს გრძელვადიანი მშვიდობა” - კახა კალაძე