აანონსებენ მის გათავისუფლებას - ირაკლი კობახიძე
ერთადერთი, რაც მას სურს, რამენაირად გავიდეს ციხიდან, რომ იქ მიეცეს გათავისუფლების შანსი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებიდან ნაკლებად დაცულ სივრცეში გადავიდეს, მისი მხარდამჭერების მხრიდან სააკაშვილის "გათავისუფლების" მომეტებული რისკია.
"ბუნებრივია, სულელი არავინ არის ამ ქვეყანაში, არც ის არის სულელი და თავისი ჭკვიანური გათვლები აქვს, მაგრამ ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ და არ მივცემთ მას ამის განხორციელების საშუალებას. პატიმრები რატომ არიან ციხეში და არა შუა ქალაქში რაღაც შენობაში? - რადგან უსაფრთხოების სტანდარტი უნდა იყოს დაცული, მით უმეტეს იმ პატიმრის მიმართ, რომლის მიმართაც მომეტებული რისკები არსებობს. აქციებს აწყობენ და პირდაპირ აანონსებენ მის გათავისუფლებას და ა.შ. რისკები მომეტებულია სააკაშვილთან მიმართებაში. შესაბამისად, როდესაც ის ცდილობს, რომ ვიღაცას ჭკუაში მოატყუოს და თავი გადააყვანინოს შუა ქალაქში, იგივე გორის ჰოსპიტალში, - ციხის უსაფრთხოების სტანდარტი და გორის სამხედრო ჰოსპიტალის თუ სხვა ნებისმიერი კლინიკის დაცულობის სტანდარტისგან ასმაგად განსხვავებულია. უნდა, რომ გავიდეს ციხიდან, გადავიდეს ისეთ სივრცეში, სადაც სივრცის დაცულობის ხარისხი ასჯერ ნაკლები, თანაც, არანაირი საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- მარწყვის მუსი
- მარწყვის მუსი
- "ბოლო ორ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ პარტიად რეგისტრაციაზე" - ლევან ცუცქირიძე
- "იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება" - პაველ ჰერჩინსკი
- "ოქრუაშვილის დაკავებაზე: თუ ყოფნის ადამიანს სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება" - პაპუაშვილი