საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა - გიორგი ხარჩილავა
წალენჯიხის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ხარჩილავა, რომელმაც წინასწარი მონაცემებით ხმების 51.1% მოიპოვა, ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, კოალიციური უმრავლესობა იქნება ბერკეტი, შეიქმნას ისეთი თვითმმართველობა., სადაც გამორიცხული იქნება ნეპოტიზმი და კორუფცია.
გიორგი ხარჩილავამ წალენჯიხელებს მადლობა გადაუხადა.
"ყველა მოქალაქე იქნება ჩართული ჩვენი ქალაქის, ჩვენი რაიონის მშენებლობის საქმეში. სამოქალაქო პროცესებში, რომელიც თვითმმართველობას ახასიათებს. ჩვენ ვიქნებით დეცენტრალიზაციის ინიციატორი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ოლიგარქიული წყობა უნდა შეიცვალოს და ადამიანი მთელი თავისი არსით დაიბრუნებს ხელისუფლებას.
ადამიანის ჩართულობა თვითმმართველობაში და დიდი პოლიტიკური ცვლილებები ქვეყნის მასშტაბით; ადგილობრივი ხელისუფალი ყველა მოქალაქის ინტერესის დამცველი მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. მე ვპირდები ჩემს მოსახლეობას, რომ ყველას მერი ვიქნები. მათი პრობლემების გამზიარებელი. აქ უკვე კოალიციური მთავრობა შედგა. აქ კოალიციური საკრებულო შედგა. საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა, ოპოზიციურმა ძალებმა და მთლიანობაში ეს იძლევა მექანიზმს, რომ არ არსებობდეს, ნეპოტიზმი, კორუფცია და სატენდერო სქემები გაყალბებული კორუფციის გზით", - განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.
სიახლეები
- მარწყვის მუსი
- მარწყვის მუსი
- "ბოლო ორ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ პარტიად რეგისტრაციაზე" - ლევან ცუცქირიძე
- "იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება" - პაველ ჰერჩინსკი
- "ოქრუაშვილის დაკავებაზე: თუ ყოფნის ადამიანს სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება" - პაპუაშვილი