ხალხში პირველად გაჩნდა რწმენა, რომ მონსტრის დამარცხება შესაძლებელია - ჯაფარიძე
"გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი, თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ოპოზიციურმა კოალიციამ ადამიანებში რწმენა გააჩნა.
მისი თქმით, მოსახლეობას აქამდეც ჰქონდა გაცნობიერებული რომ ქვეყანას ცუდი ხელისუფლება ჰყავს, მაგრამ ცვლილებების რწმენა დაკარგული ჰქონდა.
"ჩვენ ახალი პარტია ვართ, ბევრი ახალგაზრდა გვყავს და პირველ ტურში პარტიული ამოცანა გვქონდა ასეთი, რომ გვინდოდა, ახალი სახეები წამოგვეწია წინა პლანზე. მაშინაც გვქონდა ჩვენ მოლაპარაკებები და როდესაც საუბარი იყო თბილისში მაჟორიტარების განაწილება და საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ მეტნაკლებად ცნობადი სახეები იყო საჭირო, ჩვენი პარტიიდან მონაწილეობის პირობა ის იყო, რომ ახალი სახეები წამოგვეწია წინ, რომ მათი ცნობადობა გაგვეზარდა და სხვა პარტიული ამოცანით ვმოძრაობდით, მაგრამ ახლა შეიქმნა სრულიად სხვა რეალობა – მეორე ტურია, და მეტწილად მამუკა ხაზარაძის დამსახურებაა კოალიცია, რომელმაც თქვა, რომ თუ ამ ბრძოლაში შევდივართ, მაშინ მეც მზად ვარ, შემოვიდე ამ ბრძოლაში, თუ პარტიების პირველი პირები შემოგვიერთდებიან და ყველა ერთად შევუტევთ, რაზეც შეუძლებელი იყო უარის თქმა ამ ბრძოლაში.
რაც მე დავინახე ამ პრეზენტაციის შემდეგ ისაა, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში ადამიანებში გაჩნდა რწმენა. თუ რამე ჩანდა დღეს ხალხთან შეხვედრისას, უპირველეს ყოვლისა, ჩანდა ეს, რომ ადამიანებში გაჩნდა რწმენა, რომ შეიქმნა რაღაც ტიპის პოლიტიკური ერთობა, რომელსაც შეუძლია, დაამარცხოს ეს მონსტრი. რეალობა გვაქვს ასეთი, რომ ადამიანებს იმის გაცნობიერება კი არ უჭირთ, რომ "ქართული ოცნება" ცუდი ხელისუფლებაა და გადარჩევა სჭირდებათ, უბრალოდ, ნიჰილიზმია, რწმენა არ აქვთ, რომ შესაძლებელია ამის შეცვლა" - განაცხადა ჯაფარიძემ.
სიახლეები
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
- ,,ეს დღეები უმძიმესია ჩვენთვის; ამავე დროს, ვიცით, რომ წმინდა, მართალი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც” – მეუფე შიო
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
