უკრაინაში საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთ სამინისტროში დაიბარეს
უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან არის დაკავშირებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
"საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულია საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი ინფორმაციის მისაღებად," - განაცხადა ნიკოლენკომ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
