არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ -მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ საზოგადოებას მიმართავს.
აუდიომიმართვა თავად სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება და ის იქამდეა ჩაწერილი, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო სააკაშვილს დააკავებდა. (ვიდეო იხილეთ ბმულზე)
„მე შეიძლება დამაკაონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით, ხვალ ვიკრიბებით ყველა. ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ამ არჩევნებს“, - მიმართავს სააკაშვილი მოსახლეობას.
ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ მტკიცედაა და არაფრის ეშინია.
"არაფრის შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე. მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.
მე ვარ ძალიან მტკიცეთ, მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშნდებათ", - აღნიშნავს სააკაშვილი.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
