"წარმოიდგინეთ ქუჩაში გაშვებული სააკაშვილი, აბსოლუტური კლოუნი" - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩამოვა თუ არ ჩამოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ორივე შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" იზარალებს.
მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის" სააკაშვილის არდაკავება უკეთესიც იქნებოდა, თუმცა, კანონი ამის საშუალებას არ იძლევა.
"ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ორივე შემთხვევაში, წაგებული რჩება "ნაციონალური მოძრაობა," თუმცა, ქვეყანა დაისვენებს, როდესაც ის მოხვდება იმ დაწესებულებაში, სადაც ეკუთვნის მოხვედრა.
კანონი რომ გვაძლევდეს მისი არ დაკავების საშუალებას, ეს შეიძლება უკეთესიც კი ყოფილიყო ჩვენთვის - წარმოიდგინეთ ქუჩაში გაშვებული მიხეილ სააკაშვილი, აბსოლუტური კლოუნი. საბოლოო ჯამში, ის მხარს უჭერს ჩვენს საარჩევნო შანსებს, თავისი ქმედებებით, რადგან ვიცით, რომ საზოგადოებაში არის სერიოზული შიში ნაცმოძრაობის დაბრუნებასთან დაკავშირებით და ნებისმიერი ასეთი აქტი ამ შიშებს ამძაფრებს.
ქუჩაში რომ გავიდეს, კიდევ უკეთესია - ყველა დაინახავდა, ბავშვებს, ახალგაზრდებს აღარ ახსოვთ რა კლოუნი იყო, რა ტიპაჟი იყო მიხეილ სააკაშვილი, როგორ იქცეოდა, იტყუებოდა, როგორ გაიქცა გორში თვითმფრინავის დანახვაზე და ა.შ. მშიშარა, ჩვეულებრივი კლოუნი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
