"კობახიძის თავმოყვარეობის აღსადგენად კრიმინალური მენტალიტეტის ახალგაზრდებს იყენებენ"- ბოკერია
"მე არ ვარ მომხრე ამ ტიპის სცენების და ჟესტების, რასაც იქ ადგილი ჰქონდა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკერიას თქმით, მმართველი გუნდის რეაქცია, რაც მათ გუშინდელ ინციდენტზე ჰქონდათ, შემაშფოთებელია.
"მე არ ვარ მომხრე ამ ტიპის სცენების და ჟესტების, რასაც იქ ადგილი ჰქონდა, თუმცა შეშფოთებული უნდა ვიყოთ იმ რეაქციაზე, რაც მმართველ გუნდს ამ ინციდენტზე ჰქონდა. ეს კიდევ ერთი შტრიხია და მძიმე მდგომარეობის დიაგნოზი კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომ მათი ყოჩი ცუდად გამოიყურებოდა, ქუჩურად და ამის შურისძიებას გეგმავდნენ, რომ კობახიძის შელახული თავმოყვარეობა აღადგინონ. ამისთვის იყენებენ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდებს, რომელიც მათი საარჩევნო და ხელისუფლების ნაწილი არის. მათ აქვთ გარანტიები პოლიციისგან. ეს არის კრიმინალური ბანდა, რომელსაც პოლიცია მფარველობს. დამატებითი ამბავია, სადამდე მივიდა ეს ქვეყანა. პოლიცია არც ზომებს იღებს და არც გარანტიას იძლევა, რომ არაფერი მოხდება. წარმოიდგინეთ ეს, რომ მომხდარიყო იქ, სადაც ვინმე თანამდებობის პირი ყოფილიყო, იქ ხომ მიიღებდნენ ზომებს? აქ ღიად გვეუბნებიან, რომ კრიმინალური, ძალადობრივი მეთოდებით, ხელისუფლების მფარველობის ქვეშ არის მათი ინსტრუმენტი და ასეთი ოპერაციების დროს ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყნის ინტერესი", - განაცხადა ბოკერიამ.
სიახლეები
- “მოგიწოდებენ სანქცია დაუწესო რუსეთს, მოგიწოდებენ რომ მოხალისეები გააგზავნო, თვითონ კი ჩირგვებში არიან, ბიზნესს აკეთებენ “ - ირაკლი ზარქუა
- “რევოლუცია აქ არ მოხდება, გამორიცხულია” - ირაკლი ზარქუა
- “როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება, ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს – ისინი ვერ უზრუნველყოფენ ვერც სინათლეს და ვერც პროგრესს” - მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე
- მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა
- “ჩვენ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე დავრწმუნდით და ვიგრძენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნდეს გრძელვადიანი მშვიდობა” - კახა კალაძე