ხელისუფლება გვეუბნება, არ არის მთავარი სიცოცხლე გადავარჩინოთ - გიგი წერეთელი
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი წერეთელი დედაქალასა და რეგიონებში გამოკრულ ბანერებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვაქცინის მხარდამჭერი ბანერების ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებით დაფარვა არასახელმწიფოებრივია და ეთიკის ჩარჩოს სცილდება.
"მითუმეტეს კიდევ უფრო ცინიკური და ბოროტულია ეს ბანერები, რომელსაც ავტორიც არ ჰყავს, ეს ბანერები გადაკრულია ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილ ბანერებზე მაშინ, როდესაც პანდემიის მართვის პროცესში ვაქცინაცია საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ასე, რომ ხელისუფლება გვეუბნება: ის კი არ არის მთავარი, რომ სიცოცხლე გადავარჩინოთ, არამედ უნდა ვიყუროთ წარსულისკენ და ვიღაც უნდა გვძულდეს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
